logo
ENG



"ისტორია მეორდება" - ფოტიგა 2008 წლისა და უკრაინაში ომს შორის პარალელებს ავლებს

08 ივნ 202212:59
3 წუთის საკითხავი
 
"ისტორია მეორდება" - ფოტიგა 2008 წლისა და უკრაინაში ომს შორის პარალელებს ავლებს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრასა და უკრაინაში მიმდინარე ომს შორის პარალელებს ავლებს და ამბობს, რომ ისტორია მეორდება.

ევროპარლამენტარის თქმით, აგვისტოს ომის დროს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვაში, ყველაზე მეტად ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და შეერთებული შტატები დაეხმარნენ.

"შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენს რეგიონში, პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, იყვნენ ისინი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვაში მხარს უჭერდნენ.

ისტორია მეორდება. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ისევ, ყველაზე მეტად უკრაინას მხარს აშშ, ბრიტანეთი, ასევე ჩვენი რეგიონის ქვეყნები და პოლონეთი უჭერს მხარს", - ამბობს ევროპარლამენტარი.

ფოტიგას თქმით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი, ვინც ყველაზე ძლიერები არიან ევროკავშირში, ყველაზე მეტად აჭიანურებენ უკრაინის დახმარებას.

"სწორედ ამიტომ, არ ვუჭერ მხარს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში გადაწყვეტილებების კვალიფიციური უმრავლესობის მიერ მიღებას", - ამბობს ფოტიგა. 


close დახურვა